ახალი ამბები

შავ ზღვაში დამხრჩვალი მოზარდის გვამი იპოვეს

27 ივლისი, 2010 • • 1077
შავ ზღვაში დამხრჩვალი მოზარდის გვამი იპოვეს

მაშველებმა შავ ზღვაში დამხრჩვალი თექვსმეტი წლის მირზა ქურციკიძის გვამი სოფელ მალთაყვასთან იპოვნეს.

უბედური შემთხვევა სოფელ გრიგოლეთის სანაპიროზე ორი დღის წინ მოხდა. ამ დროის განმავლობაში სამაშველო სამსახურები ზღვაში დაღუპულის ცხედარს ეძებდნენ.

კახა ჯინჭარაძე, ლანჩხუთის სამაშველო სამსახურის უფროსი: ”რეგიონის სამაშველო სამსახური და სხვადასხვა სამსახურები იყვნენ ჩართულნი ამ ძებნაში. ორი დღის განმავლობაში ვეძებდით და სოფელ მალთაყვასთან ვიპოვეთ.”

თვითმხილველთა თქმით, თანმხლები თანატოლები მას ზღვაში შეცურვას უშლიდნენ, თუმცა მოზარდმა აღელვებულ ზღვაში მაინც შეცურა და მალევე  ჩაიძირა.

მირზა ქურციკიძის ცხედარი უკვე გადაასვენეს მის სახლში, ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩიბათში.

მასალების გადაბეჭდვის წესი