შოვის სტიქიის გამო ორშაბათი გლოვის დღედ გამოცხადდება. ამის შესახებ ონში ჩასულმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ღარიბაშვილის განცხადებით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სტიქიას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 30-ზე მეტ ადამიანს ეძებენ.

მისივე განცხადებით, სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო პროცესებში ჯარიც ჩაერთვება.