ახალი ამბები

შოვში მეშვიდე დაღუპული იპოვეს

4 აგვისტო, 2023 • 1856
შოვში მეშვიდე დაღუპული იპოვეს

შოვში მაშველებმა კიდევ ერთი დაღუპული იპოვეს. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით,  სტიქიას, ჯამში,  7 ადამიანი ემსხვერპლა.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ამ დროისთვის 30-ზე მეტ ადამიანს ეძებენ.


გუშინ, 3 აგვისტოს, რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის ზონაში მეორე დღეა სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ოფიციალური ცნობებით, ამჟამად დაღუპულია 7 ადამიანი, 30-ზე მეტს კვლავ ეძებენ.

ამასთანავე, შსს-ს ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან ვერტმფრენების მეშვეობით გამოყვანილია დაახლოებით 210 ადამიანი.

თვალი მიადევნეთ მოვლენების განვითარებას სტიქიის ზონიდან „ნეტგაზეთის“ განახლებად მასალაში:

მასალების გადაბეჭდვის წესი