ახალი ამბები

თბილისში, სავარაუდოდ, გაზით მოწამვლით ირანის 2 მოქალაქე გარდაიცვალა

1 დეკემბერი, 2021 • 1748
თბილისში, სავარაუდოდ, გაზით მოწამვლით ირანის 2 მოქალაქე გარდაიცვალა

თბილისში, შარტავას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში, ირანის ისლამური რესპუბლიკის ორი მოქალაქე ბუნებრივი აირით მოწამვლით შედეგად გარდაიცვალა.

ტრაგიკული შემთხვევა, სავარაუდოდ, კუსტარულად დამონტაჟებულ გარე წვის წყლის გამათბობელს უკავშირდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი