პაკისტანში, ისლამისტური პარტიის აქციაზე აფეთქებას სულ მცირე 37 ადამიანი ემსხვერპლა, ასზე მეტი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მათ მოიპოვეს მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც შესაძლოა თავდასხმა თავის აფეთქების გზით განხორციელდა.
პოლიციის ცნობით, ყველა დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი, მათ შორის 15 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
ამ დროისთვის უცნობია თავდასხმის მოტივი. აფეთქების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა მომხდარზე პასუხისმგებელი პირებს ტერორისტები უწოდა და თქვა, რომ ისინი დაისჯებიან.
“ეს ტერორისტები პაკისტანის მტრები არიან. ჩვენ მათ არსებობას მოვსპობთ”, — თქვა პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა.