თბილისში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შემთხვევა გლდანში მოხდა. ავტომობილი დაეჯახა ქვეითს, ქალი ადგილზე გარდაიცვალა. სამი ადამიანი დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულსიხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რასაც ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მძღოლი დაკავებულია.