სამეგრელოში, ნაკიანი-ჩხოროწყუს დამაკავშირებელი ხიდი ჩაინგრა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ თავდაპირველად „მთავარმა არხმა“ გაავრცელა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, დაღუპულია სატვირთოს მძღოლი, რომელსაც ხიდის მეორე მხარეს მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ქვა-ღორღი გადაჰქონდა.

ფოტო: „მთავარი არხი“