ახალი ამბები

კორპუსის აივნის ჩამონგრევის შედეგად სამეგრელოში ქალი დაშავდა

19 აპრილი, 2023 •
კორპუსის აივნის ჩამონგრევის შედეგად სამეგრელოში ქალი დაშავდა

სამეგრელოში, ქალაქ ჯვარში, კორპუსის აივანი ჩამოინგრა, რის შედეგადაც შუა ხნის ქალი დაშავდა. ინფორმაცია ამის შესახებ ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში დაუდასტურეს.

ჩამონგრევის მომენტში ქალი აივანზე იმყოფებოდა. ის ზუგდიდში, “ევექსის” კლინიკაში გადაიყვანეს. კლინიკის ცნობით, მისი მდგომარეობა მძიმე არაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი