ახალი ამბები

ზელენსკიმ დაითხოვა უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში

21 ივლისი, 2023 • 2347
ზელენსკიმ დაითხოვა უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში, ვადიმ პრისტაიკო, იტყობინება „ევროპეისკა პრავდა“.

სავარაუდოდ, ამის მიზეზი გახდა პრისტაიკოს სიტყვები ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადების შესახებ. კერძოდ: ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა სთხოვა უკრაინას, უფრო მეტად გადაუხადოს მადლობა პარტნიორებს შეიარაღებისთვის და არა სულ ახალი იარაღი მოითხოვოს; ზელენსკიმ უოლესს უპასუხა, რომ უკრაინა ბრიტანეთის მადლობელია და დაამატა, რომ შეუძლია „ყოველ დილას გაიღვიძოს და მინისტრს პირადად გადაუხადოს მადლობა“; პრისტაიკომ, ამ დისკუსიაზე საუბრისას, ზელენსკის განაცხადებას „არაჯანსაღი სარკაზმი“ უწოდა, რაც ელჩის მიერ პრეზიდენტის კრიტიკად აღიქვეს.

მოგვიანებით პრისტაიკომ განაცხადა, რომ „სარკაზმი მეგობრულ ქვეყნებს შორის საჭირო არ არის“, თუმცა ზელენსკის კრიტიკა შეარბილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი