ახალი ამბები

აშშ-მა დაასანქცირა „იუნისტრიმი“, რომელსაც რუსები ფულადი გადარიცხვებისთვის იყენებდნენ

21 ივლისი, 2023 • 2136
აშშ-მა დაასანქცირა „იუნისტრიმი“, რომელსაც რუსები ფულადი გადარიცხვებისთვის იყენებდნენ

აშშ-მა სანქციები დაუწესა რუსულ ბანკ „იუნისტრიმს“ და ამავე სახელის ფულადი გადარიცხვების სისტემას.

„იუნისტრიმი“ იყო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სისტემა რუსეთიდან ფულის გადარიცხვისთვის, იტყობინება რუსული მედია.

„ნეტგაზეთის“ დაკვირვებით, საქართველოში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სისტემა იყო ფულის გადმორიცხვისთვის. მიუხედავად „იუნისტრიმის“ სანქცირებისა, რუსეთიდან ფულის გადმორიცხვა შესაძლებელი რჩება, მაგალითად, „ზოლოტაია კარონას“ სისტემით.

თავად „იუნისტრიმში“ ამბობენ, რომ შეიმუშავეს „ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილება, რომელიც საშუალებას მისცემს, ჩვეულ რეჟიმში განაგრძოს შეუფერხებელი მუშაობა პარტნიორებთან“. კონკრეტულად რას გულისხმობს ეს გადაწყვეტილება, ნათქვამი არ არის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი