„ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი კოკა მორგოშია ეხმაურება ევროპარლამენტარების მოწოდებას მის სანქცირებაზე და ამბობს, რომ „ეს მოსალოდნელი იყო“, თუმცა ხაზს უსვამს, რომ მის ბიზნესს ეს ვერ შეუქმნის პრობლემას.
მორგოშიას თქმითვე, ხშირად დადის ევროპაში, თუმცა, თუ სამოგზაურო შეზღუდვებიც დაუწესდება, ევროპის ნაცვლად ლათინურ ამერიკას მიაშურებს, სადაც „ბევრად უკეთესი კლიმატი და ბუნებაა“.
“როცა ამ ბრძოლაში ვართ, ეს მოსალოდნელიც იყო და არის. არ ვიცი, კონკრეტულად ამ გადაწყვეტილებაზე რა რეაგირება იქნება, მაგრამ მე არანირი პრობლემა ბიზნესის მიმართულებით არ და ვერ მექნება – ამაზე ნაზრუნი მაქვს და არც ვმალავ, რომ ჩემს სახელზე არაფერი არ არის [როგორც მორგოშია ამბობს, იგივე „ალტ-ინფოს“ არხის იურიდიული დამფუძნებელი მამიდამისია]. თუ მოგზაურობაზეა საუბარი, ლათინურ ამერიკაში ბევრად უკეთესი კლიმატი და ბუნებაა, წავალ იქ, დავისვენებ, რა პრობლემაა“, – უთხრა მან „ფორმულას“.
როგორც „ნეტგაზეთი“ წერდა, მორგოშიასა და „ალტ-ინფოს“ სანქცირების ინიციატივით ევროპარლამენტის ექვსი დეპუტატი გამოვიდა. დეტალურად:
