ახალი ამბები

სარჯველაძე ეჭვობს, რომ მორგოშიას დასანქცირების წინადადებას სხვა მიზანი აქვს

20 ივლისი, 2023 • 2756
სარჯველაძე ეჭვობს, რომ მორგოშიას დასანქცირების წინადადებას სხვა მიზანი აქვს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ეხმაურება ევროპარლამენტარების მოწოდებას „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლის კოკა მორგოშიას სანქცირებაზე.

როგორც სარჯველაძე ამბობს, მორგოშიას სანქცირების მიზანი არის, რომ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების გამოყენების პრეცედენტები გაჩნდეს.

„რეალურად ასეთი ინიციატივების წამოყენებისას არავის აქვს ინტერესი იმ ადამიანების უფლებების დაცვისა, რომელთანაც შეიძლება კონფლიქტში იყვნენ ცალკეული პიროვნებები, ვის სანქცირებაზეც არის ინიციატივა. სინამდვილეში მიზანი არის, რომ გაჩნდეს პრეცედენტები საქართველოს წინააღმდეგ სანქციების გამოყენებისა. რატომღაც მე ასეთი ეჭვები მიჩნდება და მგონია, რომ არცთუ ისე უსაფუძვლოდ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.


LGBTI Intergroup-ის წევრი ექვსი ევროპარლამენტარი „ალტ-ინფოს“ და „კონსერვატიული მოძრაობის“ დამფუძნებელ კონსტანტინე მორგოშიას სანქცირების მოწოდებით გამოდის.

თავად მორგოშიას განცხადებით,  „ეს მოსალოდნელი იყო“, თუმცა ხაზს უსვამს, რომ მის ბიზნესს ეს ვერ შეუქმნის პრობლემას.

დეტალურად:

 

მასალების გადაბეჭდვის წესი