საერთაშორისო ბავშვთა ცენტრ “არტეკში”, რომელიც ყირიმში მდებარეობს და რუსეთის სახელმწიფო პროექტია, ბავშვები წაიყვანეს, მათ შორის, აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებიდან.
17 ივლისს, გამთენიისას, აფეთქება მოხდა ხიდზე, რომელიც რუსეთსა და მის მიერ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულს ერთმანეთთან აკავშირებს. მოსკოვში უკრაინისკენ იშვერენ ხელს, კიევში კი მოსკოვის შესაძლო პროვოკაციაზე საუბრობენ.
ოსური მხარის ცნობით, ამჟამად სამხრეთ ოსეთიდან ყირიმში 29 ბავშვია გაგზავნილი. ცხინვალის განცხადებითვე, “ბავშვები უსაფრთხოდ და მშვიდ გარემოში არიან”.
რუსული მხარის ინფორმაციით, ყირიმში დაახლოებით 3 200 ბავშვი იმყოფება. მათ შორის, როგორც ოფიციალურ ცნობაშია ნათქვამი, ისინი ჩასული არიან როგორც ევროპის ქვეყნებიდან, ასევე ლიბანიდან, სირიიდან, ეგვიპტიდან, ყირგიზეთიდან, სომხეთიდან, უზბეკეთიდან, ბელარუსიდან და აფხაზეთიდან.
ყირიმში საერთაშორისო ბავშვთა ცენტრი”არტეკი” დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული ახალი სანქციების ნუსხაში მოხვდა.
ბანაკი “არტეკი” ყირიმის სამხრეთ სანაპიროზე მდებარეობს. ის 1925 წელს დაფუძნდა და საბჭოთა კავშირის დროს ბავშვებისთვის პრესტიჟულ ბანაკად ითვლებოდა. 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ, რუსეთის მთავრობამ განაცხადა, რომ არტეკის განვითარებაში 21 მილიარდ რუბლს, (587 მილიონ აშშ დოლარს) ჩადებდნენ.
განათლების სამინისტრო აპირებს შეისწავლოს, რატომ მოხვდნენ ქართველი მოსწავლეები არტეკში