ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საოკუპაციო ძალებმა სოფელ დისევის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე დააკავეს – სუს

29 აპრილი, 2024 •
საოკუპაციო ძალებმა სოფელ დისევის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე დააკავეს – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ დისევის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.

“მომხდარის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სუს-ის მიერ მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული “ცხელი ხაზი”, ხოლო უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

უწყების ცნობით, ამოქმედდა ყველა მექანიზმი დაკავებულის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

“საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო ძალას” ,- ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.

გასულ კვირას, 22 აპრილს, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე.

მასალების გადაბეჭდვის წესი