ახალი ამბები

ნოდარ მელაძის მანქანის ძარცვის საქმეზე 1 პირი დააკავეს

14 ივლისი, 2023 • 1338
ნოდარ მელაძის მანქანის ძარცვის საქმეზე 1 პირი დააკავეს

„ტვ პირველის“ ჟურნალისტის ნოდარ მელაძის მანქანის ძარცვის საქმეზე 1 პირი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

ნოდარ მელაძის განცხადებით, 13 ივლისს მისი მანქანიდან გარე მყარი დისკი მოჰპარეს. მელაძე ამ ფაქტს ძარცვის იმიტაციად აფასებს, რისი რეალური მიზეზიც დაშინებაა და საკუთარ ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი