ახალი ამბები

“შესაძლებელი გახდა ეტაპობრივი ამუშავება” — რა ხდება ქუთაისის აეროპორტში

11 ივლისი, 2023 • 2324
“შესაძლებელი გახდა ეტაპობრივი ამუშავება” — რა ხდება ქუთაისის აეროპორტში

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ახალ განცხადებას ავრცელებს და ეტაპობრივი ამუშავების შესახებ იუწყება. მანამდე, აეროპორტში მუშაობის დროებით შეჩერების შესახებ განაცხადეს, რის მიზეზადაც უამინდობა დაასახელეს.

“საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გუნდის ოპერატიული მუშაობის შედეგად შესაძლებელი გახდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ეტაპობრივი ამუშავება. შედეგად: რეისები შემდეგი მიმართულებით: ქუთაისი-სალონიკი, ქუთაისი-პოზნანი, ქუთაისი- პრაღა გაფრინდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სტანდარტულ დროს. შემდეგი რეისები:

  • პარიზი 02:46 საათზე
  • დორტმუნდი 04:44 საათზე
  • ბარსელონა 04:52 საათზე

ქუთაისის ნაცვლად მოფრინდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

ნებისმიერ სიახლეს ოპერატიულად შეიტყობთ ჩვენი ოფიციალური გვერდების საშუალებით”, — ნათქვამია განცხადებაში.

ქუთაისის აეროპორტმა მუშაობის დროებით შეწყვეტის შესახებ 10 ივლისის ღამით განაცხადა. თავდაპირველ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ “წინასწარი ინფორმაციით”, მუშაობა 11 ივლისის 07:00 საათამდე გაჩერდებოდა. ფრენები თბილისში გადაამისამართეს.

ტელეკომპანია “ფორმულას” ცნობით, უამინდობის შედეგად ერთ-ერთი ფლიგელის სახურავი დაზიანდა და ჭერიდან რამდენიმე ფრაგმენტი ჩამოცვივდა. კადრებში ჩანდა, რომ აეროპორტში წყალი იყო ჩასული.

მასალების გადაბეჭდვის წესი