ახალი ამბები

რუსეთმა საქართველოში კვირაში 284 ფრენის ნებართვა გასცა

5 ივლისი, 2023 • 1404
რუსეთმა საქართველოში კვირაში 284 ფრენის ნებართვა გასცა

რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტო „როსავიაციამ“ რუსეთსა და საქართველოს ქალაქებს შორის კვირაში 284 ფრენის ნებართვა გასცა.

„ეხო კავკაზას“ ცნობით, ნებართვების უმეტესობა გაცემულია ავიაკომპანია Red Wings-ზე, რომელსაც სურს ფრენები განახორციელოს შემდეგ მიმართულებებზე:

  • ვლადიკავკაზიდან ბათუმსა და თბილისში
  • ეკატერინბურგიდან ბათუმსა და ქუთაისში
  • ჟუკოვსკიდან ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის მიმართულებით
  • ყაზანიდან ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებით
  • კრასნოდარიდან თბილისის, ბათუმის და ქუთაისის მიმართლებით
  • მახაჩკალიდან ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის მიმართულებით
  • მინვოდიდან ბათუმისა და თბილისის მიმართლებებით
  • მოსკოვიდან ბათუმისა და თბილისის მიმართლებებით
  • ნიჟნი ნოვგოროდიდან ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის მიმართულებით
  • პერმიდან ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის მიმართულებით
  • დონის როსტოვიდან ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის მიმართულებით
  • სამარადან ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებით
  • სოჭიდან თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის მიმართლებებით
  • ტიუმენიდან ქუთაისისა და თბილისის მიმართულებებით
  • უფადან ქუთაისისა და თბილისის მიმართულებებით
  • ჩელიაბინსკიდან ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის მიმართულებით

გარდა ამისა, საქართველოში ფრენის უფლება მიეცათ ავიაკომპანიებს: Россия-ს და ЯмалRossiya და  Yamal-ს.

ცნობისთვის, ნებართვის მიღება არ ნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული ფრენები ყველა მიმართულებით  აუცილებლად დაინიშნება.

ამ დროისთვის საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირ რეისებს ახორციელებენ ავიაკომპანიები: „აზიმუტი“ და „ჯორჯიან ეარვეიზი“.

მასალების გადაბეჭდვის წესი