ახალი ამბები

ენმ: არ ვაპირებთ მოვუსმინოთ რუს ღარიბაშვილს, მივემართებით კასპში

30 ივნისი, 2023 • 1036
ენმ: არ ვაპირებთ მოვუსმინოთ რუს ღარიბაშვილს, მივემართებით კასპში

ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განაცხადა, რომ პრემიერის გამოსვლის გაგრძელებას პარლამენტში აღარ დაესწრება და კასპში გაემგზავრება, სადაც ლევან ხაბეიშვილს „ოცნების აქტივისტები მიუვარდნენ“

ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში წარადგინა სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენება. დეპუტატების კითხვების შემდეგ კი, პრემიერის პასუხებამდე, სხდომაზე ერთსაათიანი შესვენება გამოცხადდა.

„არ ვაპირებთ მოვუსმინოთ რუს ღარიბაშვილს. რუსული ოცნების ბანდიტები მიქსეულები არიან და ცდილობენ ჩაშალონ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის შეხვედრა პენსიონერებთან. ჩვენ მივემართებით ახლა კასპში, რადგან პოლიტიკური ეპიცენტრი არის სწორედ იქ“, – განაცხადა პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ.

მან მოითხოვა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან უკანონობის აღკვეთა და მოძალადეების დასჯა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, კასპში პარტიის თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს და სხვა წევრებს “ქართული ოცნების” „აქტივისტები და საკრებულოს წევრები მიუვარდნენ“. პარტიის განცხადებით, მისულებმა „დააზიანეს ხაბეიშვილის ავტომობილი, სცადეს შეხვედრის ჩაშლა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს პარტიის თავმჯდომარეს.

ენმ-ის ცნობით, ხაბეიშვილს დახვდნენ „ქართული ოცნების აქტივისტები, გორის და კასპის საკრებულოს წევრები და სსიპების და ააიპების თანამშრომლები“.

ენმ: კასპში ხაბეიშვილს „ოცნების აქტივისტები მიუვარდნენ“

მასალების გადაბეჭდვის წესი