ახალი ამბები

უკრაინის ცნობით, რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიის სადგურის დატოვება დაიწყეს

30 ივნისი, 2023 • 2608
უკრაინის ცნობით, რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიის სადგურის დატოვება დაიწყეს

უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს განცხადებით, რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიის ბირთვული ელექტროსადგურის დატოვება დაიწყეს, ხოლო ადილზე დარჩენილმა თანამშრომლებმა მიიღეს დავალება, ნებისმიერი ავარიულ სიტუაციაში ბრალი უკრაინას დასდონ.

„უკანასკნელი ცნობებით, საოკუპაციო კონტინგენტმა თანდათანობით დაიწყო ზაპოროჟიის ბირთვული ელექტროსადგურის დატოვება. ერთ-ერთმა პირველმა სადგური დატოვა „როსატომის“ სამმა თანამშრომელმა – ისინი სადგურის მუშაობას ხელმძღვანელობდნენ.

ევაკუირების რეკომენდაცია მიიღეს უკრაინელმა თანამშრომლებმაც, რომლებმაც „როსატომთან“ გააფორმეს ხელშეკრულება. მიღებული დავალების თანახმად, ისინი 5 ივლისამდე უნდა წავიდნენ“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გარდა ამისა, უკრაინული მხარის ცნობით, სადგურის თანამშრომლებს ოკუპირებულ ყირიმში წასვლას ურჩევენ, ხოლო სადგურის ტერიტორიაზე და იქვე მდებარე ქალაქ ენერჰოდარში თანდათანობით მცირდება რუსული ძალების პატრულთა რაოდენობა.


აქამდე სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ ზაპოროჟიის სადგურის აფეთქების სცენარი ბოლომდე დამუშავებული და დამტკიცებულია. 25 ივნისს იგივე გაიმეორა პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმაც და დაამატა, რომ მსოფლიო ამას საკმარის ყურადღებას არ აქცევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი