ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგურთან ახლოს მდებარე ქალაქის, ენერგოდარის მერი მოსახლეობას მოუწოდებს ქუჩაში არ გამოვიდნენ, რადგან, მისი თქმით, რუსმა ოკუპანტებმა ატომური ელექტროსადგურის მიმართულებით სროლა დაიწყეს.
„ოკუპანტების მხრიდან მორიგი პროვოკაციების შესახებ ინფორმაცია მიიღეს. ადგილობრივების თქმით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისა და სამრეწველო ზონისკენ,
სროლა ისევ მიმდინარეობს“, – აცხადებს ენერგოდარის მერი დიმიტრი ორლოვი.
უკრაინულ დაზვერვა აცხადებს, რომ რუსები უკრაინული დროშის გამოყენებით პროვოკაციების მოწყობას და პროპაგანდისტული მასალების მომზადებს აპირებენ.
პარალელურად კი რუსები ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგურისთვის სროლას უკრაინელებს აბრალებენ.
„ძალიან შეშფოთებული ვარ ევროპის უდიდეს ატომურ ელექტროსადგურზე განხორციელებული შეტევის გამო, რომელიც ბირთვული კატასტროფის რეალურ რისკს შეიცავს და შეიძლება დაემუქროს საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და გარემოს უსაფრთხოებას უკრაინასა და მის ფარგლებს მიღმა“, – განაცხადა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ.