ახალი ამბები

ატომური სააგენტოს თანამშრომლები ზაპოროჟიეში დარჩებიან

2 სექტემბერი, 2022 • 597
ატომური სააგენტოს თანამშრომლები ზაპოროჟიეში დარჩებიან

საერთაშორისო ატომური სააგენტოს გენერალური დირექტორის, რაფაელ გროსის განცხადებით, სააგენტოს მიერ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტრო სადგურში გაგზავნილი სამუშაო ჯგუფი ადგილზე დარჩება.

„ჩვენ ვახორციელებთ დიდი ხნის ნანატრ ვიზიტს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე. ახლახან დავასრულე პირველი შემოვლა იმ ძირითადი ადგილების, რომელიც გვინდოდა, რომ დაგვეთვალიერებინა. რა თქმა უნდა, კიდევ მეტია გასაკეთებელი. ჩემი გუნდი რჩება და რაც მთავარია, ვიწყებთ გრძელვადიან წარმომადგენლობას“, — განაცხადა გროსიმ.

სადგურზე სააგენტოს 5 თანამშრომელი დარჩა.

საერთაშორისო ატომური სააგენტოს წარმომადგენლები სადგურზე მას შემდეგ ჩავიდნენ, რაც სადგურის ტერიტორიაზე სროლისა და დაპირისპირების ფაქტები დაფიქსირდა.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტრო სადგური ევროპაში უდიდესია და ის რუსეთის ჯარმა დაიკავა უკრაინაში შეჭრის შემდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი