ახალი ამბები

პროკურატურის ცნობით, კაცს, რომელიც შვილს სხვა მოზარდთან აჩხუბებდა, ბრალდება წარუდგინეს

29 ივნისი, 2023 • 2496
პროკურატურის ცნობით, კაცს, რომელიც შვილს სხვა მოზარდთან აჩხუბებდა, ბრალდება წარუდგინეს

კაცს, რომელიც შვილს სხვა მოზარდთან აჩხუბებდა, ბრალდება წარუდგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 26 ივნისს კასპის მუნიციპალიტეტში, არასრულწლოვნებს შორის მომხდარი კონფლიქტით განაწყენებულმა ბრალდებულმა მისი არასრულწლოვანი შვილი დაარწმუნა, რომ დაზარალებული ეცემა, ხოლო არასრულწლოვნებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს, ბრალდებული შვილს მითითებებს აძლევდა და გასაშველებლად მისულ პირებს კონფლიქტის განეიტრალების საშუალებს არ აძლევდა”, — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

კაცი 27 ივნისს დააკავეს და მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც გულისხმობს წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

პროკურატურის ცნობით, საქმეზე გამოძიება გრძელდება, სასამართლოს კი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით დადგენილ ვადაში მიმართავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი