ახალი ამბები

გურჯაანში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები დაიტბორა

15 ივნისი, 2023 • 1427
გურჯაანში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები დაიტბორა

კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ძლიერი წვიმისა და ქარიშხლის შედეგად ქუჩები დაიტბორა. როგორც ადგილობრივების მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, ძლიერი ნიაღვარი მოედინება ქალაქ გურჯაანის ქუჩებში.

ტელეკომპანია გურჯაანის ცნობით, დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში ახაშენი და კიდევ რამდენიმე სოფელი ისეტყვებოდა. ამასთან, ტელეკომპანიის ცნობით, ქალაქ გურჯაანში დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველს სართულები.

ნატგაზეთი დამატებითი დეტალების დაზუსტებას ცდილობს.

გურჯაანის მერის პირველი მოადგილის, ლერი გელენავას ინფორმაციით, ადიდებული ხევებიდან წყალი გადმოვიდა, რამაც დააზიანა მანქანები და ინფრასტრუქტუქტურა. მოვარდნილმა ნიაღვარმა წაიღო საფეხმავლო ხიდი, ასევე, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და კომერციული ფართები. სტიქიამ დააზიანა მიმდებარე სოფლებიც.

ამ დროის მონაცემებით სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია და არ არიან დაშავებულები.

გელენავას ცნობით, ამ ეტაპზე გურჯაანის ქუჩებში წყალი კვლავ მოედინება, თუმცა, შემცირებულია ნაკადი.

გარეკანის ფოტო: ტელეკომპანია გურჯაანი

მასალების გადაბეჭდვის წესი