ახალი ამბები

ვაზისუბანში აღსრულებამ ოჯახი გამოასახლა

14 ივნისი, 2023 • 1886
ვაზისუბანში აღსრულებამ ოჯახი გამოასახლა

თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ოჯახი გამოასახლა. როგორც გამოსახლებული ქალი „ფორმულასთან“ ამბობს, ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, მათი ერთადერთი შემოსავალი კი სოციალური დახმარებაა.

ქალი ამბობს, რომ ვალის გადაუხდელობის გამო ბინა აუქციონზე გაიყიდა, მყიდველი კი ბინის გამოსასყიდად ოჯახს 53 000 დოლარის გადახდას სთხოვს, რისი საშუალებაც არ აქვთ:

„მხოლოდ სოციალური დახმარებაა ჩემი შემოსავალი. რომ გაიგეს ჩემმა მეგობრებმა და ნათესავებმა, მითხრეს, გვერდში დაგიდგებით, 3-დან 6 თვემდე ვადა მოგცეს და 22 ათასი ხომ აქვს გადახდილი აუქციონზე, 30 000-ს გადავუხდით და მშვიდობიანად დავშორდეთ. თვითონ ითხოვს 53 000-ს და ამ ავარიულ კორპუსში, როცა მე სოციალურის მეტი შემოსავალი არ მაქვს… ჩემი ორი მცირეწლოვანი ბავშვით სად უნდა წავიდე?“ — აცხადებს ქალი, რომელიც შვილებთან ერთად ამ ბინაში ცხოვრობდა.

როგორც „ნეტგაზეთს“ აღსრულების ეროვნულ ბიუროში განუცხადეს, სასამართლოსგან აღსრულების ფურცელი ოჯახის გამოსახლების შესახებ 2020 წელს მიიღეს, თუმცა, კანონის შესაბამისად და მორალური პრინციპების საფუძველზე, გამოსახლება რამდენჯერმე გადაავადეს. უწყების თქმით, პროცესში ჩართული იყო სოციალური მუშაკი და მხარეთა ინტერესების დამცველები.

აღსრულების ეროვნულ ბიუროში ამბობენ, რომ ნახევარი წლის წინ ოჯახმა რამდენიმეთვიანი ვადა ითხოვა ალტერნატიული საცხოვრებლის მოსაძიებლად, რის შემდეგაც ნებაყოფლობით უნდა დაეცალათ საცხოვრებელი და მას შემდეგ, რაც ეს არ გააკეთეს, მათი გამოსახლება დაიწყეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი