ახალი ამბები

კობახიძეს თსუ-ში ლექციის ჩატარების შემდეგ რუსული რუბლები დაუყარეს

10 ივნისი, 2023 • 1359
კობახიძეს თსუ-ში ლექციის ჩატარების შემდეგ რუსული რუბლები დაუყარეს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციის ჩატარების შემდეგ რუსული რუბლები დაუყარეს.

კობახიძე თსუ-ში სტუდენტს ლექციებს საქართველოს კონსტიტუციის შესახებ უკითხავს.

როგორც მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, მას რუბლი სტუდენტებმა იმ დროს დაუყარეს, როდესაც ლექციის შემდეგ ის უნივერსიტეტის კიბეებზე დაცვასთან ერთად ჩადიოდა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ირაკლი კობახიძის მიმართ უნივერსიტეტში პროტესტს გამოხატავენ. მარტში, როცა მმართველი გუნდი „რუსული კანონის“ მიღებას აპირებდა, სტუდენტებმა თსუ-ს ეზოში კობახიძის სახელმძღვანელო პროტესტის ნიშნად დახიეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი