ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბიჭვინთაში 46,5 ჰექტარზე სასტუმრო კომპლექსი “Москва Резорт” აშენდება

9 ივნისი, 2023 • 1708
ბიჭვინთაში 46,5 ჰექტარზე სასტუმრო კომპლექსი “Москва Резорт” აშენდება

აფხაზური მედიის ცნობით, აფხაზეთში სამუშაო ვიზიტით მყოფმა რუსეთის სამთავრობო დელეგაციამ ბიჭვინთაში 46,5 ჰექტარზე გათვლილი სასტუმრო კომპლექსის “მოსკვა რეზორტისთვის” გამოყოფილი ტერიტორია მოინახულა.

სასტუმრო კომპლექსი, რომელიც 2026 წელს უნდა გაიხსნას, ოფიციალური ინფორმაციით, 31 მილიარდი რუბლის ოდენობის რუსული ინვესტიციით აშენდება. მასში 450 სასტუმრო ნომერი და ხანგრძლივი ვადით საცხოვრებელი აპარტამენტები იქნება გათვალისწინებული.

სასტუმრო კომპლექსმა ორი კილომეტრი სიგრძის სანაპირო ზოლებიც უნდა მოიცვას.

ბიჭვინთაში რუსეთის სამთავრობო დელეგაციამ, როგორც აფხაზური მედია წერს, მოინახულა ასევე პანსიონატების კომპლექსი “ბიჭვინთის კურორტი”.

აფხაზეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება რუსეთის სამთავრობო დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობს მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრ ნოვაკი. ასევე, რუსეთის დელეგაციის შემადგენლობაში არიან ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრების მოადგილეები, სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხებში ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე მიხაილ ბაბიჩი და რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების საკითხებში.

აფხაზეთში რუსეთის სამთავრობო დელეგაცია იმყოფება

მასალების გადაბეჭდვის წესი