ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში რუსეთის სამთავრობო დელეგაცია იმყოფება

9 ივნისი, 2023 • 1370
აფხაზეთში რუსეთის სამთავრობო დელეგაცია იმყოფება

აფხაზეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება რუსეთის სამთავრობო დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვნელობს მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრ ნოვაკი. ინფორმაციას აპსნიპრესი ავრცელებს.

რუსეთის დელეგაციის შემადგენლობაში არიან ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრების მოადგილეები. ასევე, სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხებში ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე მიხაილ ბაბიჩი და რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი რეგიონთაშორის და კულტურული კავშირების საკითხებში.

სოხუმის ოფიციალური ცნობით, რუსეთის დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში ეწვევა ბიჭვინთის პანსიონატების გაერთიანებას “ბიჭვინთის კურორტი” და ბიჭვინთის ტაძარს, სოხუმის საერთაშორისო აეროპორტს, გაგრის სანაპიროს, რომელიც გარემონტდა რუსეთის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, აფხაზეთის დრამატულ თეატრს. ასევე ეწვევა რიწის ტბას, “სტალინის აგარაკს”, გორბაჩოვის აგარაკს. ამასთან, ოფიციალური ინფორმაციითვე, შეხვედრა გაიმართება დე ფაქტო პრეზიდენტს ასლან ბჟანიასთან და აფხაზურ-რუსულ მთავრობათაშორისო კომისიასთან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი