22 სექტემბრიდან – 18 ოქტომბრის ჩათვლით, გაიმართება თბილისის მე-15 საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი.
ტრადიციულად, ფესტივალის დღის წესრიგი მრავალმხრივია და მოიცავს როგორც საერთაშორისო, ისე ქართული სპექტაკლების პროგრამებსა და ვორქშოფებს.
წელს, თბილისის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება ქართული სპექტაკლების პროგრამით, 30 სექტემბერს კი დაიწყება საერთაშორისო პროგრამა, რომელიც გაგრძელდება 18 ოქტომბრის ჩათვლით.
წლევანდელი ფესტივალის ყველაზე მნიშვნელოვან სპექტაკლად უნდა მივიჩნიოთ ლატვიის „დაილეს თეატრისა” და ეკატერინა იაკიმოვას კოპროდუქცია „ბამბის ველების სიმარტოვეში”. მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფრანგი დრამატურგის, ბერნარ-მარი კოლტესის პიესის ტიმოფეი კულიაბინისეულ დადგმაში ინგებორგა დაპკუნაიტესთან ერთად, მთავარ როლს ასრულებს ცნობილი ამერიკელი მსახიობი – ჯონ მალკოვიჩი.
აღსანიშნია პოლონელი რეჟისორის, ლუკაშ ტვარკოვსკის მულტიმედიური სპექტაკლი – „თანამშრომლები”, რომლითაც 30 სექტემბერს „სილქ ფაქტორი სტუდოში” გაიხსნება ფესტივალის საერთაშორისო პროგრამა.
თბილისის მე-15 საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის საერთაშორისო პროგრამა დღეების მიხედვით:
30 სექტემბერი – 1 ოქტომბერი
„თანამშრომლები”
სტუდია „Theatregallery” – (პოლონეთი)
ადგილი: სილქ ფაქტორი სტუდიო
7 – 8 ოქტომბერი
„ბამბის მინდვრების სიმარტოვეში”
Flow Projects და Bormia კომპანია (ლატვია)
ადგილი: გრიბოედოვის თეატრი
13 – 14 – 15 – 16 – 17 ოქტომბერი
„რატომ იხარშება ბავშვი პოლენტაში”
Royal District Theatre / Hessisches Landestheater Marburg (HLTM), (საქართველო – გერმანია)
ადგილი: სამეფო უბნის თეატრი
14 ოქტომბერი
მალ პელო (ესპანეთი)
ადგილი: კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი
17 – 18 ოქტომბერი
„ომის რეპორტიორები”
კომპანია, Cie QUE FAIRE? (ბელგია) ადგილი: კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი (დიდი სცენა)
სპექტაკლების დასაწყისი 20:00 საათი