ახალი ამბებიხელოვნება

მარტში თბილისში გაიმართება სპექტაკლი ჯონ მალკოვიჩის მონაწილეობით

12 თებერვალი, 2024 • 2320
მარტში თბილისში გაიმართება სპექტაკლი ჯონ მალკოვიჩის მონაწილეობით

22 და 23 მარტს „გრიბოედობის თეატრში” გაიმართება სპექტაკლი „ბამბის მინდვრების სიმარტოვეში”, რომელშიც მთავარი როლებს ასრულებენ  ცნობილი ამერიკელი მსახიობი ჯონ მალკოვიჩი და ინგებორგა დაპკუნაიტე.

სპექტაკლი თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში 7 და 8 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, თუმცა მოიხსნა  ჯონ მალკოვიჩის ჯანმრთელობის პრობლემების გამო.

„ბამბის ველების სიმარტოვეში” მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფრანგი დრამატურგის, ბერნარ-მარი კოლტესის პიესაა, რომლის ტიმოფეი კულიაბინისეულ დადგმას მაყურებელი იხილავს 22-23 მარტს „გრიბოედოვის თეატრის” სცენაზე.

ბნელ გზაჯვარედინზე ორი ადამიანი ხვდება ერთმანეთს. ერთი “გამყიდველია”,მეორე “მყიდველი”.გამყიდველი ცდილობს მყიდველს ის მიყიდოს,რაც მას თავად უნდა ეთქვა.თუმცა,მყიდველს არ სურს ამ ,,საქონლისთვის” სახელის დარქმევა და ამგვარ ტრანზაქციაზე უარს ამბობს.მთელი სპექტაკლი მათი კამათია-ორი ადამიანის დაპირისპირება სიტყვებისა და მნიშვნელობების თამაშით”, – ასეთია სპექტაკლის სინოფსისი, რომელიც ლატვიის „დაილეს თეატრისა” და ეკატერინა იაკიმოვას კოპროდუქციაა.

ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ – აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი