ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ტვიტერზე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას ევროპარლამენტში:
“სუფთა ჰაერის ჩასუნთქვასავითაა, რომ ბოლოს და ბოლოს უსმენ საქართველოს მაღალი თანამდებობის პირს, რომელიც გამოხატავს ქართველების 90 %-ის ევროპულ მისწრაფებას”, – აცხადებს კრამონი და ზურაბიშვილის მიმართავს:
“მტკიცედ ვდგავართ თქვენი და თქვენი ხალხის გვერდით საქართველოს ევროპული მომავლისთვის”.
????What a breath of fresh air to finally hear a high-level Georgian official representing the European will of ≈90% of Georgians.
Dear President @Zourabichvili_S, we in the @Europarl_EN strongly stand with you & your people for #Georgia‘s European future.#Candidacy4Georgia pic.twitter.com/d7gX68HCZ9— Viola von Cramon ???? (@ViolavonCramon) May 31, 2023
დღეს, 31 მაისს, სალომე ზურაბიშვილი სიტყვით გამოვიდა ევროპარლამენტის წინაშე. გამოსვლა ზურაბიშვილმა საქართველოს პროევროპულ არჩევანს მიუძღვნა და განაცხადა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ყველა ხელისუფლება სწორედ ამ მიზნისკენ იღვწოდა.
თავის სიტყვაში ზურაბიშვილმა ისაუბრა ევროკავშირის 12-პუნქტიან რეკომენდაციაზე. მან თქვა, რომ ის, რაც რეკომენდაციებშია ასახული, საქართველოსთვის უცხო არ არის, არამედ წარმოადგენს მის კულტურულ, ღირებულებით და მემკვიდრეობით არჩევანს – „შესაბამისად, რასაც ჩვენ გვთხოვთ, არის, ის, რომ საქართველო თავისი იდენტობის ერთგული დარჩება.“