ახალი ამბები

შვილების თვალწინ ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო მიესაჯა – „უფლებები საქართველო“

29 მაისი, 2023 • 975
შვილების თვალწინ ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო მიესაჯა – „უფლებები საქართველო“

ბოდბეში, შვილების თვალწინ ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ინფორმაციას ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ ავრცელებს.

ორგანიზაცია იცავდა გარდაცვლილის უფლებამონაცვლისა და არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესებს.

„სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ დღეს გამოტანილი განაჩენით უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა კაცს, რომელმაც 2022 წლის 4 სექტემბერს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში, არასრულწლოვანი შვილების თვალწინ სანადირო თოფით 27 წლის ქალი სასიკვდილოდ დაჭრა. ბავშვების დედა, 2022 წლის 23 ნოემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

საქმეში „უფლებები საქართველოს“ ჩართვის შედეგად, არასრულწლოვნებს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭათ. საყურადღებოა, რომ ბავშვებთან ორგანიზაციის იურისტების მუშაობამ გამოავლინა არა მხოლოდ მათი მძიმე ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, რაც გამოწვეული იყო მამის მიერ მათი თანდასწრებით დედის მკვლელობის ფაქტით, ასევე, მამის მხრიდან შვილების მიმართ ფიზიკური ძალადობის არაერთი ეპიზოდი“, – წერს ორგანიზაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი