თბილისში, ათონელზე, პრეზიდენტის რეზიდენციასთან, დღეს, 27 მაისს, „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის ორგანიზებით აქცია გაიმართება. მისი დაპატიმრებიდან ერთი წელი გავიდა.
„ყველა, ვინც მიიჩნევს, რომ მთავარი არხის გენერალური დირექტორი ციხეში უსამართლოდაა დატყვევებული და მისი პატიმრობა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დიდი დაბრკოლებაა, ორბელიანების სასახლესთან მივა და სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, შეიწყალოს უდანაშაულო პოლიტპატიმარი.
აქცია ათონელზე საღამოს 18 საათზეა დაგეგმილი, თუმცა იქამდე, “მთავარ არხზე” ღია კარის დღეა. 16 საათზე ჩუბინაშვილის 41-ში ტელეკომპანიის თანამშრომლები მაყურებლებს, თანამოაზრეებსა და მეგობრებს სწორედ ნიკას არხზე უმასპინძლებენ და პრეზიდენტის რეზიდენციისკენ მსვლელობით გადაინაცვლებენ, სადაც აქციას შეუერთდებიან“, — იუწყება „მთავარი არხი“.
