ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, თბილისის მასშტაბით კანონდარღვევით მოქმედი 17 აფთიაქი გამოავლინეს.
საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ხსენებულ სააფთიქო დაწესებულებებს არ გააჩნდათ საქმიანობისათვის საჭირო შესაბამისი ნებართვები, საიდანაც რეცეპტის გარეშე ხდებოდა სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია.
მათივე განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი, მათი რეალიზაციიდან მიღებული თანხა, ინფორმაციის შემცველი კომპიუტერული ტექნიკა და დოკუმენტაცია.
როგორც უწყებაში აცხადებენ, შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
აღნიშნული დანაშაული ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლით, რაც უკანონო სამეწარმეო საქმიანობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 1-დან 3 წლამდე ვადით.