ახალი ამბები

გლდანში ლიფტი მეცხრე სართულიდან მოწყდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

24 მაისი, 2023 •
გლდანში ლიფტი მეცხრე სართულიდან მოწყდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

თბილისში, გლდანში, ერთ-ერთ კორპუსში ლიფტი ადგილიდან მოწყდა, რა დროსაც მასში მოქალაქეები იმყოფებდონ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან კაბინა მუხრუჭმა დაიჭირა. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად მოქალაქემ სოციალურ ქსელში გაავრცელა, შემდეგ კი “ნეტგაზეთს” ცნობა გლდანის რაიონული გამგეობაშიც დაუდასტურეს.

ფეისბუკ ჯგუფში “გლდანის მთავარი ჯგუფი”, მოქალაქე წერდა, რომ მცირეწლოვან შვილთან და მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა ლიტში, როდესაც კაბინა მეცხრე სართულიდან მოწყდა:

“გული თუ არ გაგვისკდებოდა, არ მეგონა. ჩემი წივილი ყველას ესმოდა. არ ვიცი ლიფტში კიდევ როდის დავჯდები და ამ შიშს როდის გადავლახავ”, — წერდა მოქალაქე.

ნეტგაზეთი აღნიშნული ინფორმაციის დასაზუსტებლად გლდანის რაიონულ გამგეობას დაუკავშირდა. როგორც გამგეობის პრესსამსახურში განვიცხადეს, ლიფტი ადგილიდან მოწყდა, შემდეგ კი მუხრუჭებმა დაიჭირა. კაბინა შახტაში არ ჩავარდნილა. ამასთან, მათი ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

რაც შეეხება ლიფტის გამართულობას, გამგეობის ინფორმაციით, კორპუსის ამხანაგობას მანამდე შემოწმებასთან დაკავშირებით მიმართული არ აქვს.

“გამგეობის წარმომადგენლები ადგილზე არიან ფაქტის დაფიქსირების მომენტიდან. როგორც გადავამოწმეთ, ამხანაგობის მომართვა ლიფტის პრობლემასთან დაკავშირებით გამგეობაში არ ფიქსირდება. ამ ეტაპზე ლიფტი მუშაობს. როგორც გვითხრეს, ლიფტი სწრაფად წავიდა, შემდეგ მუხრუჭმა დაიჭირა და შეჩერდა. შახტაში ლიფტის კაბინის ჩავარდნა არ ფიქსირდება.

ჩვენმა თანამშრომლებმა ამხანაგობის წევრებს, მეზობლებსა და ამხანაგობის თავმჯდომარეს მისცეს განმარტება, რომ თავად უნდა ჩაუტარონ ექსპერტიზა, შემდეგ უნდა მოგვამრთონ ჩვენ დადგენილი წესით, რომ ლიფტის რეაბილიტაცია დავაფინანსოთ”, — განმარტეს გამგეობაში.

მთავარი ილუსტრაცია: ფოტო არიქივიდან. არ ასახავს შემთხვევეის ადგილს.

მასალების გადაბეჭდვის წესი