ახალი ამბები

ლიფტის შახტში ჩავარდნის შედეგად 2 ადამიანის დაღუპვის გამო შსს-მ გამოძიება დაიწყო

14 იანვარი, 2023 •
ლიფტის შახტში ჩავარდნის შედეგად 2 ადამიანის დაღუპვის გამო შსს-მ გამოძიება დაიწყო

თბილისში, ვაზისუბანში ლიფტის შახტში ჩავარდნის შედეგად ორი ადამიანის დაღუპვის გამო გამოძიება დაიწყო.

როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

თბილისში, ვაზისუბანში ლიფტის შახტში ჩავარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა დღეს, 14 იანვარს, მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაღუპულია ახალგაზრდა ცოლ-ქმარი.

ფოტო: მთავარი არხი

მასალების გადაბეჭდვის წესი