თბილისში, ვაზისუბანში ლიფტის შახტში ჩავარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა დღეს, 14 იანვარს, მოხდა.
როგორც ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მისულ მაშველებს ორივე ადამიანი დაღუპული დახვდა და ისინი მაშველებმა ლიფტის შახტიდან ამოასვენეს.
„მაშველები ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ და ლიფტის შახტიდან ორი ცხედარი ამოიყვანეს“, – განუცხადეს ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
„მთავარი არხისა“ და სხვა მედიასაშუალებების ინფორმაციით, დაღუპულია ახალგაზრდა ცოლ-ქმარი.