ახალი ამბები

გლდანში ბავშვი ლიფტის შახტში ჩავარდა და დაშავდა

3 ივლისი, 2020 • 1060
გლდანში ბავშვი ლიფტის შახტში ჩავარდა და დაშავდა

თბილისში, გლდანის ერთ-ერთ კორპუსში, არასრულწლოვანი ლიფტის შახტში ჩავარდა. ის კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში მეზობლები ამბობენ, ლიფტი უკვე დიდი ხანია, რაც გაუმართავია და შახტში ადამიანები მანამდეც ჩაცვენილან.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით დაზიანებას გულისხმობს.

ნეტგაზეთი ასევე დაუკავშირდა გლდანის გამგეობას, სადაც გვითხრეს, რომ კორპუსის ამხანაგობას ლიფტის შეკეთების ან ჩანაცვლების შესახებ მათთვის არ მოუმართავთ. რაც შეეხება სამომავლო ნაბიჯებს, უწყებაში ამბობენ, რომ დეტალები საგამოძიებო მოკვლევის შემდეგ გახდება ცნობილი.

გარეკანი ფოტო: „ფორმულა“

მასალების გადაბეჭდვის წესი