ახალი ამბებირეკლამა

თბილისში ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

22 მაისი, 2023 • 711
თბილისში ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის  სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

 22 მაისს, თბილისში, აზიის განვითარების ბანკის ორგანიზებით CAREC -ის  (ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის)  მე-7 რეგიონალური სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. 

ღონისძიება საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა გახსნა. დავით ფერაძემ 2022 წელი შეაჯამა და გაზრდილი ტვირთბრუნვის, შემოსავლებისა და საკონტენიერო გადაზიდვების მიმართულებით არსებულ დადებით ტენდენციებზე ისაუბრა. კერძოდ, რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ხაზი გაუსვა კომპანიაში მიმდინარე მოდერნიზაციისა და ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტების მნიშვნელობას.

მისი განცხადებით, აღნიშნული პროექტები რკინიგზის გამტარუნარიანობისა და მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესებას ემსახურება. დავით ფერაძემ ყურადღება გაამახვილა ანაკლიის პორტის აშენების უპირატესობაზე, რომელიც დერეფნის განვითარებას შეუწყობს ხელს. მისივე განმარტებით, პორტის დასრულების შემდეგ, გაჩნდება შესაძლებლობა, რომ ახალმა პორტმა პანამაქსის ტიპის ხომალდები მიიღოს.

დღევანდელ შეხვედრაზე, CAREC-ის  წევრი ქვეყნების წარმომაგდენლებმა ADB -ის (აზიის განვითარების ბანკის)  ტექნიკური დახმარების ფარგლებში მიღწეული შედეგები და დაგეგმილი აქტივობები განიხილეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი