22 მაისს, თბილისში, აზიის განვითარების ბანკის ორგანიზებით CAREC -ის (ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის) მე-7 რეგიონალური სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიება საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა გახსნა. დავით ფერაძემ 2022 წელი შეაჯამა და გაზრდილი ტვირთბრუნვის, შემოსავლებისა და საკონტენიერო გადაზიდვების მიმართულებით არსებულ დადებით ტენდენციებზე ისაუბრა. კერძოდ, რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ხაზი გაუსვა კომპანიაში მიმდინარე მოდერნიზაციისა და ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტების მნიშვნელობას.
დღევანდელ შეხვედრაზე, CAREC-ის წევრი ქვეყნების წარმომაგდენლებმა ADB -ის (აზიის განვითარების ბანკის) ტექნიკური დახმარების ფარგლებში მიღწეული შედეგები და დაგეგმილი აქტივობები განიხილეს.
