ახალი ამბები

ფეხბურთის მწვრთნელს 8.5 წელი მიუსაჯეს მოსწავლისადმი გარყვნილი ქმედებისთვის — PHR

18 მაისი, 2023 • 2147
ფეხბურთის მწვრთნელს 8.5 წელი მიუსაჯეს მოსწავლისადმი გარყვნილი ქმედებისთვის — PHR

თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა ფეხბურთის მწვრთნელს, რომელსაც მოსწავლის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებას ედავებოდნენ. ინფორმაციას ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის”(PHR) ავრცელებს.

PHR-ს მიხედვით, ბრალდებული სასამართლომ გარყვნილი ქმედების ოთხივე ეპიზოდში ცნო დამნაშავედ. მოსამართლე რომან ხორავამ გადაწყვეტილება 18 მაისს გამოაცხადა.

“გარყვნილი ქმედება გამოიხატებოდა სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ხელით შეხებასა და კოცნაში”, — აღნიშნავს PHR. ორგანიზაციის თანახმად, მსხვერპლი 12 წლისაა.

PHR-ის მხრიდან საქმეში ადვოკატები თამარ გაბოძე და ანა თავხელიძე იყვნენ ჩართულნი.

მასალების გადაბეჭდვის წესი