ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ახალი სამხედრო შეტაკება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე

11 მაისი, 2023 • 1331
ახალი სამხედრო შეტაკება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ადანაშაულებენ საზღვარზე, სოთქთან, ახალი სამხედრო ესკალაციის დაწყებაში.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა 11 მაისის დილის 6 საათზე ნაღმმტყორცნებიდან და არტილერიიდან ცეცხლი გაუხსნეს სომხურ პოზიციებს. ასევე, ერევანი იუწყება, რომ მოწინააღმდეგემ ცეცხლი გაუხსნა სასწრაფო დახმარების მანქანას, რომელსაც დაჭრილი სამხედრო გადაჰყავდა.

სომხური მხარის ცნობითვე, დაჭრილია ოთხი სომეხი ჯარისკავი.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხეთმა პირველმა გაუხსნა ცეცხლი აზერბაიჯანულ პოზიციებს, რის შედეგადაც დაიღუპა აზერბაიჯანელი სამხედრო პირი.

“აზერბაიჯანი საჭირო საპასუხო ნაბიჯებს დგამს”, – აცხადებენ უწყებაში.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეიარაღებულ შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა 11 აპრილსაც.

შეტაკება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის: არიან დაღუპულები და დაჭრილები

 

მასალების გადაბეჭდვის წესი