ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

შეტაკება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის: არიან დაღუპულები და დაჭრილები

11 აპრილი, 2023 • 2193
შეტაკება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის: არიან დაღუპულები და დაჭრილები

დღეს, 11 აპრილს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეიარაღებულ შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა.

ინფორმაციას დაღუპულებისა და დაჭრილების შესახებ ორივე მხარე ადასტურებს.

„11 აპრილს, დაახლოებით 16:00 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა ცეცხლი გაუხსნეს სომხეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ტეღის ტერიტორიაზე საინჟინრო სამუშაოებს აწარმოებდნენ. სომხურმა მხარემ საპასუხო მოქმედებებს მიმართა. წინასწარი მონაცემებით სომხურ მხარეს არიან დაღუპულები და დაჭრილები. თავდაცვის სამინისტრო დამატებით განცხადებას გაავრცელებს“, – ნათქვამია  სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ცეცხლის გახსნის ფაქტი დაადასტურა და განაცხადა, რომ „სომხური მხარის პროვოკაციის შედეგად აზერბაიჯანის არმიის სამხედრო მოსამსახურეებს შორის არიან დაღუპული და დაშავებულები“.

„ამჟამად აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფები საპასუხო ზომებს იღებენ“, – ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში, აზერბაიჯანული მედიის ცნობით.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 19:35 საათისთვის ფრონტის ხაზზე ვითარება შედარებით სტაბილურია.

მასალების გადაბეჭდვის წესი