ახალი ამბები

ღარიბაშვილმა არახამაის არარაობა უწოდა

9 მაისი, 2023 • 1264
ღარიბაშვილმა არახამაის არარაობა უწოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის მმარველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარეს, დავით არახამიას არარაობა უწოდა.

ღარიბაშვილის თქმით, დავით არახამია და ქართული „ექსტრემისტული“ ოპოზიცია კოორდინირებულად მოქმედებდნენ და საქართველოში გადატრიალების მოწყობას ცდილობდნენ.

„თქვენ გინდათ, რომ მე არახამიაზე, ვიღაც არარაობაზე, გავაკეთო კომენტარი. რა თქმა უნდა, არახამიას ნათქვამზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ერთი მინდა ვთქვა – მე უკრაინას და უკრიანელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას და ამ დიდი დამანგრეველი ომის მალე დასრულებას. მე მინდა ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას, რომ ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ ეს ადამიანი[დავით არახამია] და ჩვენი რადიკალური, ექსტრემისტული ოპოზიცია არიან სრულ კოორდინაციაში. იყვნენ ომამდე, ომის შედმეგ და დღესაც, ერთადერთი მიზნით, რომ აქ რაიმე მომხდარიყო – გადატრიალება, ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა, რომ  მოეყვანათ ის ნეოფაშისტური რეჟიმი, რომელიც ჩვენს ქვეყანას მართავდა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილი არახამის მოუწოდებს, რომ „თავის თავს მიხედოს“.

„ფაქტია, რომ საზოგადოებამ ამ კოორდინაციაში ძალიან ბევრი ფატქი ნახა, შეთანხმებული მოქმედებების. რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, რომ ბატონი არახამია პირდაპირაა ჩართული ჩვენი ქვენის შიდა საქმეებში. მას არავინ არ ეკითხება, აქ ჩვენი ხალხი და მთავრობა როგორ მოვაწყობთ ჩვენს საქმეს და ჩვენს პოლიტიკას. ბატონმა არახამიამ მიხედოს თავის თავს. უკრაინას ვუსურვებ საკუთარი ტერიტორიების დაბრუნებას, მშვიდობას და ამ ომის მალე დასრულებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


დავით არახამიამ „მთავარ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ სანქციების ყურადღების ცენტრში ამ ეტაპზე ივანიშვილის გარემოცვის მხოლოდ 6 წევრი მოხვდა.

„ჩვენ გვაქვს ძალიან სწრაფი სისტემა სანქციების ამოქმედების, მაგრამ ვიმეორებ, საქართველო მეგობარია და ჯერ გაფრთხილებით შემოვიფარგლებით. გამოვაქვეყნეთ საიტზე, მაგრამ ისინი არ რეაგირებენ, გამოვიყენებ თქვენ მიერ მოცემულ შესაძლებლობას და კიდევ ერთხელ მივმართავ მათ: ბიჭებო, თქვენ დაკვირვების ქვეშ ხართ და თუ არ შეცვლით ტაქტიკას, დასანქცირდებით“, – განაცხადა დავით არახამიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი