ახალი ამბები

დევნილების ნივთების გამოფენა „ევროპის სახლში“

7 ივლისი, 2010 • • 1253
დევნილების ნივთების გამოფენა „ევროპის სახლში“

”ევროპის სახლში” აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან  დევნილთა ნივთებია გამოფენილი. მოძიებულია 50-მდე ექსპონატი, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილებმა საკუთარი სახლების დატოვებისას წამოიღეს.

მუდმივგანახლებადი მუზეუმი ”ევროპის სახლის” საგამოფენო დარბაზში გუშინ, 6 ივლისს, გაიხსნა. პროექტი სახელწოდებით, ”მეხსიერების ბიბლიოთეკა”, არასამთავრობო ორგანიზაცია ”კოალიცია სამართლიანობისთვის” ინიციატივით ეწყობა.

გამოფენილი ნივთები შეგროვებულია თბილისში, ზუგდიდში, წყალტუბოში, წეროვანში, ბათუმსა და კოდაში მცხოვრებ დევნილთა ოჯახებიდან.

ორგანიზატორების თქმით, გამოფენაზე დამთვალიერებლებს შეუძლიათ იხილონ ნივთები, რომლებსაც აფხაზი მეგობრები და მეზობლები ამ დროის განმავლობაში ქართველებს უნახავდნენ და სპეციალურად ამ გამოფენას გამოუგზავნეს.

მსგავსი შინაარსის გამოფენების ორგანიზება მომავალშიც იგეგმება.

”მეხსიერების ბიბილიოთეკის” გამოფენის ნახვა თბილისის მცხოვრებლებს რვა ივლისამდე შეეძლებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი