ახალი ამბები

მკვლელობა გოგებაშვილის ქუჩაზე: დაკავებულია პირადი დაცვის წევრი

5 მაისი, 2023 • 6572
მკვლელობა გოგებაშვილის ქუჩაზე: დაკავებულია პირადი დაცვის წევრი

გუშინ, 4 მაისს, თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი სროლის ფაქტზე დაკავებულია შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამართველოს უფროსი ინსპექტორი, იუწყება სპეციალური საგამოძიებო სამსახური.

როგორც უწყებაში ამბობენ, ბრალდებულს გამოძიება განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავება.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებული იმყოფებოდა დასაცავი პირის ნათესავთან, რა დროსაც ამ უკანასკნელს თავდამსხმელმა ცეცხლი გაუხსნა.

თავდასხმელს საპასუხო ცეცხლი გაუხსნა ბრალდებულმა, რის შედეგადაც თავდამსხმელი გარდაიცვალა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი