ახალი ამბები

ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ნუსხას 8 ახალი ნივთიერება დაემატა

2 მაისი, 2023 • 1226
ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ნუსხას 8 ახალი ნივთიერება დაემატა

ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ნუსხას 8 ახალი ნივთიერება დაემატა.

აღნიშნულს ითვალისწინებს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება, რომელიც პარლამენტმა დღეს, 2 მაისს, მიიღო.

ცვლილების შედეგად ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ნუსხას ემატება შემდეგი ნივთიერებები:

  • 3-მეთოქსიფენციკლიდინი,
  • დიკლაზეპამი,
  • დიფენიდინი,
  • იზოტონიტაზენი,
  • კლონაზოლამი,
  • კუმილ-პეგაკლონი,
  • მდმბ-4ენ-პინაკა
  • ფლუბრომაზოლამი.

ნებისმიერ ოდენობით მათი უკანონო ბრუნვა გამოიწვევს კანონის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებულ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი