განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში, ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, დაკავებული პირის პირადი და საცხოვებელი სახლის ჩხრეკისას ნახევარ კილომდე “ალფა პეპ” და “ბუპრენორფინის” სემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. შსს-ს ინფორმაციით ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალება “ალფა პვპ”-ს, შენიღბვის მიზნით, ქალის კოსმეტიკური საშუალებების კოლოფებში ინახავდა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის “ა” ქვეპუნტქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.