ახალი ამბები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 პირი დააკავეს – პროკურატურა

11 მარტი, 2024 • 701
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 პირი დააკავეს – პროკურატურა

პროკურატურაში აცხადებენ, რომ დააკავეს 8 პირი, რომლებსაც ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღებისთვის მომზადება ედებათ ბრალად. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, რვავე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს, რომელთა ნაწილი, გასაღების მიზნით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, წინასწარ განსაზღვრულ ლოკაციებზე განათავსეს.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებულებისგან და ასევე სხვადასხვა ლოკაციებიდან სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები – “კოკაინი”, “მდმა”, “მარიხუანა”, “ექსტაზი” “ლსდ”, “პსილოციბინი”, “ალფა პვპ”, “მეფედრონი” და ფსიქოტროპული ნივთიერება “კეტამინი” ამოიღეს”, – ვკიტხულობთ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ ნარკოდანაშაულებზე მკაცრი სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის გატარებას მომავალშიც განაგრძობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი