ახალი ამბები

საქართველოს ეწვევა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

26 აპრილი, 2023 •
საქართველოს ეწვევა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

26-28 აპრილს საქართველოს ეწვევა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

უწყების ცნობით, რაუ შეხვდება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.

სამინისტროს განცხადებითვე, ზბიგნევ რაუ შეხვედრებს გამართავს  საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთანაც. აგრეთვე დაგეგმილია შეხვედრა ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის.

გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში პოლონელი დიპლომატი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს და გვირგვინით შეამკობს მემორიალს.


გარეკანის ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი