ახალი ამბები

57% არ ეთანხმება თბილისის ახალ სატრანსპორტო პოლიტიკას — IRI-ს კვლევა

25 აპრილი, 2023 • 1076
57% არ ეთანხმება თბილისის ახალ სატრანსპორტო პოლიტიკას — IRI-ს კვლევა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის [IRI-ს] ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობას არ მოსწონს თბილისის ახალი სატრანსპორტო პოლიტიკა.

კერძოდ, 35% აცხადებს, რომ სრულიად არ ეთანხმება დედაქალაქის ახალ სატრანსპორტო პოლიტიკას, 22%-ს კი ნაწილობრივ არ ეთანხმება.

რაც შეეხება მომხრეებს, 25% გარკვეულწილად, 14% კი სრულიად ეთანხმება ახალ სატრანსპორტო პოლიტიკას.

კვლევაში არ არის დაკონკრეტებული, თუ რას ეთანხმებიან ან არ ეთანხმებიან მოქალაქეები თბილისის ახალ სატრანსპორტო პოლიტიკაში.


კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა „გამოკითხვისა და მარკეტინგის“ ინსტიტუტმა, დააფინანსა – USAID-მა. მონაცემები შეგროვდა 2023 წლის 4-23 მარტს, რესპონდენტთა სახლში პირისპირი ინტერვიუებით.

გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სრულწლოვანმა, 1500-მა მუდმივმა მცხოვრებელმა. გამოკითხულთა ასაკი, საცხოვრებელი ადგილი და დასახლების სიდიდე მთლიანი მოსახლეობის რეპრეზენტაციულია.

კვლევაში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადა 63-მა პროცენტმა. ცდომილების ზღვარი ±2.5 პროცენტს შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი